შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წარჩინებული სტუდენტები სტიპენდიით დაასაჩუქრა

2014-2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით პირველ ასეულში იბსუ-ელები: დავით დემეტრაშვილი და ილია გოჩიტაშვილი მოხვდნენ.
საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ორივე სტუდენტი იბსუ-ში უფასოდ ისწავლის, ამასთან, ორივე მათგანი საჩუქრად მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით.
ორასეულში არიან: ნინო ქველიძე, იოსებ ბარბაქაძე, დაჩი კიზირია, თეკლა ლობჟანიძე, მარიამ მაჭარაშვილი. ხუთივე მათგანი იბსუ-ში უფასოდ ისწავლის. ამავე დროს, ისინი საჩუქრად მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს იბსუ-ში 537 სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის 91 ოქროსმედალოსანია, 23-მა სტუდენტმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, 53 კი სამეცნიერო – სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გავიდა. ყველა მათგანი იბსუ-ში უფასოდ ან ნაწილობრივი დაფინანსებით ისწავლის.
ჩარიცხულთაგან სახელმწიფო გრანტი 219-მა სტუდენტმა მიიღო. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ამ უდიდეს წარმატებას როგორც სტუდენტებს, ასევე უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები