ნინო გვენატაძე გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გადავადების შესახებ კომენტარს არ აკეთებს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ მოსამართლე მერაბ ტურავას ავადმყოფობის გამო სასამართლო პროცესზე არ გამოცხადების გამო, კომენტარს არ აკეთებს. მერაბ ტურავას გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება გუშინ უნდა გამოეტანა, თუმცა ავადმყოფობის გამო სასამართლო პროცესი გადადო.
“მე არ შემიძლია ამაზე კომენტარის გაკეთება. მე კომენტარისაგან თავს შევიკავებ”,- განუცხადა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გუშინ, 11:00 საათზე დაანონსდა, რომლის მიხედვითაც, პლენუმს აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება 17:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები