საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეები მერაბ ტურავასთან კლინიკაში იმყოფებოდნენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და რამდენიმე მოსამართლე კლინიკა “მედინაში”, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას მოსანახულებლად იმყოფებოდნენ.
გიგი უგულავას საქმეზე პლენუმს  გადაწყვეტილება გუშინ, 17:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა.
მერაბ ტურავა გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომელიც გიგი უგულავას პატიმრობის 9-თვიან ვადას ეხებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო და ამის გამო, გამოცხადება გაურკვეველი ვადით გადაიდო.
გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს საკონსტიტუციო სასამართლო გეგმავს უზრუნველყოს მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის შესაძლებლობა მისი ადგილსამყოფელის მიხედვით.
ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის და რამდენიმე მოსამართლის კლინიკაში მისვლა გადაწყვეტილებაზე მერაბ ტურავას მიერ ხელმოწერის აღსრულების საკითხს.
“კვირა“ დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები