ცოტნე გამსახურდია: რატომ უნდა აფინანსოს გადასახადის გადამხდელმა ყურძენი, რომელიც შეიძლება წელს არც გაუსინჯავს?

რატომ უნდა აფინანსოს გადასახადის სხვა გადამხდელმა ყურძენი, რომელიც შეიძლება წელს არც გაუსინჯავს? – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილებას იწუნებს.
ცოტნე გამსახურდია გლეხებს მოუწოდებს, ყურძნის ეფექტური რეალიზაციისთვის თავადაც იმოქმედონ.
„მართლა არ ვარ ის კაცი, ვისაც შეცდომის აღიარება არ შეუძლია. ეს დედაარღნიანი, შეიძლება მართლა არ მესმის, ვინმემ ამიხსენით: 1) დასავლეთ საქართველოში ყურძენი ორი ლარი ღირს. რატომ არ შეუძლიათ გლეხებს შეამხანაგდენ, იპოვონ სარეალიზაციოდ კლიენტი და ორად თუ არა, ლარად ხომ ჩააბარებენ, რომ ჩაიტანონ?! თუ სახლში მიტანილი ფული ურჩევნიათ, არა? 2) ღვინის ქარხნების მესვეურებს რომ სინდისი არა აქვთ, ეს ისედაც ცხადია. მაგრამ, ფაქტობრივად გამოდის, რომ, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო გლეხისთვის თანხის დამატებით მათ აფინანსებს, არა? მუქთად იგდებენ ხელში შესანიშნავ ყურძენს… 3) ამ ხალხს ოღონდ ფული დაანახვე და რქიან ეშმაკს შეეკვრებიან! დღეს რასაც ვუყურე, თითქოს მე ვაბარებინებდი 15 თეთრად ყურძენს, 2,000 ლარად მე ვაჩეხინებდი ჰექტარ ვენახს და მე გავავსე ციხეები ამათი ძმებით და შვილებით! 4) ვინც ამათ მუქთა ფულს დაპირდა, პასუხიც მან უნდა გასცეს! მაგრამ თვითონ არ უნდა ფიქრობდეს ზრდასრული ადამიანი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება? როდემდე? რატომ უნდა აფინანსოს გადასახადის სხვა გადამხდელმა ყურძენი, რომელიც შეიძლება წელს არც გაუსინჯავს?
P.S. ახლა ზოგმა თავმოყვარეობა იქონიეთ და გოიმურ-უზრდელური ბოდვა არ დაიწყოთ, თორემ კახურად პასუხის გაცემა მერე ნახეთ! დასაბუთებული პასუხი მაინტერესებს“, – წერს ცოტნე გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები