შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “კვირა” უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. კერძოდ, იგი აცხადებს, რომ მთავრობის წევრებთან მისვლის და შეკითხვების დასმის საშუალება არ მიეცა. იმის მიუხედავად, რომ დღეს ქ. ოზურგეთში დაგეგმილ ღონისძიებებს ყველა მედიასაშუალება და ჟურნალისტი დაუბრკოლებლად აშუქებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია მზად არის ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის განცხადების საფუძველზე დაიწყოს მოკვლევა და სამართალდარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულზე რეაგირება მოახდინოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები