ფოთში მატარებლების შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ფოთი-თბილისის სამგზავრო მატარებელს თბომავალი შეეჯახა. აღნიშნულის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. როგორც „კვირას“ ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზაზე ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები