დღეს უწყებათშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

„ყველა საჯარო მოხელე ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე მინდა მკაცრად გავაფრთხილო და შევახსენო, რომ საჯარო მოხელე არის ნეიტრალური და მათ ეკრძალებათ იყვნენ ჩართულები წინასაარჩევნო კამპანიაში“,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყებათშორისი კომისიის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, კომისიის მუშაობის მეთოდი იგივეა.
„ჩვენი მუშაობის მეთოდი არის იგივე, რაც საპრეზიდენტო არჩევნებისა და შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებისას. ყველა ჩართული იქნება ამ პროცესში, ეს იქნება სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულება, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც არჩევნებში მონაწილეობს, ვინც არ ღებულობს მონაწილეობას , მაგრამ სურს, რომ იყოს ამ პროცესში ჩართული.
მთავარი მიზანი არის ის, რაც ყოველთვის იყო, რომ სამაგალითო პირობებში ჩატარდეს 31 ოქტომბრის არჩევნები, ამიტომაც მინდა ყველა საჯარო მოხელე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე თუ ადგილობრივი თვითმართველობების , მინდა მკაცრად გავაფრთხილო და შევახსენო, რომ საჯარო მოხელე არის ნეიტრალური და მათ ეკრძალებათ იყვნენ ჩართულები წინასაარჩევნო კამპანიაში და კარგი იქნება, თუ გაფრთხილდებიან და არ დაარღვევენ კანონს, რადგან ჩვენ პრევენციაზე ვაკეთებთ აქცენტს და არა შემდეგ სანქციაზე, რასაც აუცილებლად გამოიწვევს საჯარო მოხელის ქმედება“,-განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით დღეს უწყებათშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, მას შემდეგ რაც ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ თარიღი გამოაცხადა.
კომისია ორი კვირის წინ წულუკიანის ბრძანებით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები