ფოთი-თბილისის სამგზავრო მატარებელს თბომავალი შეეჯახა

ფოთი-თბილისის სამგზავრო მატარებელს თბომავალი შეეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მატარებელი მგზავრებით ივსებოდა.
არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. შემთხვევის შედეგად მძიმედ არავინ დაშავებულა, თუმცა სხეულის მსუბუქი დაზიანებებით რამდენიმე მგზავრი ფოთის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები