საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სტუდენტებს შეხვდა

2015 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პროექტის – „საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება და საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა“- მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და მის ფარგლებში მიღწეული პროგრესი, ასევე ამ მიმართულებით არსებული სამომავლო გეგმები. მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას და ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას ევროპულ სტრუქტურებთან.
სტუდენტებს ასევე მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობის შესახებ. განხილულ იქნა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატები და მათში საქართველოს ჩართულობა. საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის მზადებას, კერძოდ, საქართველოს მოლოდინებს ინტეგრაციული პროცესის გაღრმავების თვალსაზრისით.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები