ილია კოკაია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ქართული ფეხბურთის გაყიდვაში ადანაშაულებს

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელის ილია კოკაიას განცხადებით, მას გუშინდელი აღმასკომის სხდომა ჩივაძემ დაატოვებინა და უთხრა, რომ ყველაფერი გარკვეული იყო.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელი აცხადებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შვიდი სუბიექტი, რიგგარეშე ყრილობის მოწვევას აპირებს.

მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ თანხმობა “თბილისის დინამომ”, “ზესტაფონმა”, “ფოთის კოლხეთმა”, “სამტრედიამ”, “ქუთაისის ტორპედომ” და “გორის დილამ” განაცხადეს.

ამასთან, კოკაია ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე ჩივაძეს იუდას უწოდებს და აცხადებს, რომ მან ქართული ფეხბურთი გაყიდა.

“გუშინ აღმასკომის სხდომაზე ვიმყოფებოდი, თუმცა მოვიდა ალექსანდრე ჩივაძე და მითხრა, რომ წავსულიყავი, რადგან ყველაფერი „გაიასნებულიაო“, ეს პირადად მითხრა და მე ვუთხარი, რომ იქ არასარდროს მივიდოდი. მე არ ვერიდები არც ჩივაძეს, არც ხურცილავას, ამ ხალხმა ძალიან ბევრი გააკეთეს ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ დღეს მის ნგრევაში სოლო პარტია უჭირავთ”, – განაცხადა კოკაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები