აბაშაში დენის დარტყმის შედეგად „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი დაიღუპა

აბაშის რაიონის სოფელ წყემში დენის დარტყმის შედეგად 51 წლის მამაკაცი დაიღუპა.
გარდაცვლილი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი იყო. იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.
აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ კომპანიაშიც დაუდასტურეს. მათივე ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც შუახნის მამაკაცი ელექტროგადამცემ ბოძზე ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად ადიოდა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები