“კოალიცია ,,ქართული ოცნების” დაშლის საფრთხე არ არსებობს”

ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კოალიცია ,,ქართული ოცნების” დაშლის საფრთხე არ არსებობს.
“არჩევნებამდე ძალიან დიდი დროა და პარტიასთან დაკავშირებით თუ რა ცვლილებები იქნება, ეს, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოზე განიხილება, შესაბამისად ღია იქნება ყველაფერი საზოგადოებისათვის”, – აღნიშნა კალაძემ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა შესაძლო დაბრუნებას, კალაძემ ამბობს, რომ ამ თემაზე ვერ ისაუბრებს.
“მე ვერ გეტყვით, ბატონი ბიძინა იქნება თუ არა პარტიულ სიაში, მის მაგივრად მე ვერ ვისაუბრებ ამაზე. უმჯობესია, ბატონ ბიძინას დაუსვათ ეს კითხვა”,-აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კოალიციის დაშლის საფრთხე არ არსებობს “მე ვერ ვხედავ ამ საფრთხეს, ზოგადად, შეიძლება ერთ დროს, კოალიცია დაიშალოს, ეს დემოკრატიული მომენტია და ამაში საგანგაშო არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ და ვფიქრობთ, ეს ასე გაგრძელდება,” – განაცხადა კახა კლაძემ.
მისივე თქმით, კოალიციიდან რესპუბლიკელების გამოსვლის თაობაზე ინფორმაცია, მიზანმიმართულადაა გავრცელებული. “ეს არის მიზანმიმართულად გავრცელებული ინფორმაცია, დეზინფორმაცია. “რესპუბლიკელები” არიან ჩვენი გუნდის წევრი. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს საგარეჯოსა და მარტვილში, დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატები ღირსეულად გავლენ და წარმატებას მიაღწევენ”, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები