“მიმდინარე წელს სახელმწიფო სუბსიდირებას არ გეგმავდა, რადგან სურს, რომ დარგი გაუმჯობესდეს”

მიმდინარე წელს სახელმწიფო სუბსიდირებას არ გეგმავდა, რადგან სურს, რომ დარგი გაუმჯობესდეს, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
რეგიონული ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობამ ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა და ეს ბიძგი მიმართული იყო იქითკენ, რომ გლეხს ზარალი არ ჰქონოდა.
„ქარხნები თეთრ ყურძენს 70 თეთრიდან იბარებენ, შავს – 85 თეთრად. მოსავლიანობამ მოიმატა, რადგან სეტყვას გადაურჩა და გლეხს წყალი მივაწოდეთ. მოსავალს დაახლოებით 200 ათას ტონამდე ველოდებით და 20-ზე მეტ ქარხანასთან ხელშეკრულება გავაფორმებთ, რომ ჭარბი ყურძენი ჩაიბარონ. სუბსიდირება სწორი არ არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დარგი განვითარდეს. ამ წუთის მონაცემებით 8 ათას ტონა ყურძენია უკვე ჩაბარებული. ჩვენმა თანამშრომელმა რამდენიმე გლეხის ყურძენი შეამოწმა და შაქრიანობა არ იყო სათანადო. რთველი იქნება წარმატებული“, – განაცხადა დანელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები