გურჯანში 9 წლის გოგონას ავტომობილი დაეჯახა

გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარაში მცირეწლოვანს „ტოიოტას“ ტიპის ავტომანქანა დაეჯახა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 9 წლის გოგონა, სავარაუდოდ, გზაზე გადადიოდა. მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები