„კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ ახალი მმართველი ჰყავს

„კახეთის რეგიონულ ელექტროგამანაწილებელ კომპანიას“ გაკოტრების ახალი მმართველი ჰყავს.
10 სექტემბრიდან სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ ზურაბ მეტრეველი ხელმძღვანელობს.
„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, კომპანიაში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის პოსტზე მან ნათია სახოკია შეცვალა, რომელიც ამავე თანამდებობას 2015 წლის 14 ივლისიდან იკავებდა.
„კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“ მეტრეველი 2010 წლიდან მუშაობს. იგი ჯერ შემოსავლების სამსახურს, ხოლო ამ დრომდე ლაგოდეხის სერვისცენტრს ხელმძღვანელობდა. ენერგოგამანაწილებელ კომპანიაში საქმიანობამდე, სხვადასხვა წლებში მუშაობდა ლაგოდეხის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ლექტორად, შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტის ლაგოდეხის საგამოძიებო ქვე განყოფილების უფროს გამომძიებლად, შსს-ს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საგამოძიებო ოპერატიული განყოფილების უფროსად. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. აქვს მრავალწლიანი ადმინისტრაციული საქმიანობის გამოცდილება. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები