მთავრობის საპარლამენტო მდივანი პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს

მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვნას პასუხობს. ლევან თადუმაძე დავით უსუფაშვილის შენიშვნას არ ეთანხმება, რომ მთავრობამ ანგარიშის დაგვიანებით გადაგზავნით პარლამენტის რეგლამენტი დაარღვია.
„205-ე მუხლში გარკვეული გაუგებრობაა. შესაბამისად, არ ვთვლით, რომ დავარღვიეთ რეგლამენტი. შეუსაბამოა ნორმები. ეს ღრმა იურიდიული საკითხია, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეგლამენტი არ დაგვირღვევია“, – განაცხადა თადუმაძემ.
მისივე ინფორმაციით, მთავრობის ანგარიშის განხილვაზე პრემიერ-მინისტრის დასწრებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
„რაც შეეხება მინისტრების დასწრებას, შესაბამისი სამინისტროები და კომიტეტები შეთანხმდებიან, თუ ვინ დაესწრება კომიტეტის სხდომას“, – აღნიშნა თადუმაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მთავრობამ პარლამენტის რეგლამენტი დაარღვია, რადგან სამთავრობო ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში ერთი კვირის დაგვიანებით გაიგზავნა. უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, რომ ანგარიში არა 11 სექტემბერს, არამედ 4 სექტემბრამდე უნდა შესულიყო პარლამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები