რუსთავში მომხდარ ავარიამდე მამაკაცმა შეყვარებულს დაურეკა და დაემშვიდობა

რუსთავში, გმირთა მემორიალთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდზე მიმავალი ავტომობილი მემორიალს დაეჯახა. აღნიშნულის შედეგად მძღოლი, 27 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თავი მოიკლა. მან შეჯახებამდე შეყვარებულს დაურეკა და დაემშვიდობა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები