“სააკაშვილის შეშინებული ფიზიონომიის ჰიჩკოკსაც შეშურდებოდა“
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, აგვისტოს ომის დროს სააკაშვილი დაცვას რომ არ შეეკავებინა, გაიქცეოდა. როგორც ფოფხაძემ გადაცემაში “რეაქცია“ განაცხადა, ექსპრეზიდენტმა მაშინ თავისი საქციელით მთელი საქართველო შეაშინა.
“არვის არ ვადანაშაულებ, ვინც ომის დროს ,,წითელ ხიდთან” იდგა და ქვეყნის დატოვება სურდა, რადგან თვითონ ქვეყნის მთავარსარდალი გარბოდა. დაცვას რომ არ დაეჭირა, ვნახავდით, როგორც გაიქცეოდა. თავადაც არ იცოდა, სად გარბოდა. მისი შეშინებული ფიზიონომიის ჰიჩკოკსაც შეშურდებოდა იმიტომ, რომ ასეთი შეშინებული ადამიანი ჰიჩკოკის არცერთ ფილმში არ მინახავს. მე ვნახე სარდალი, რომელმაც მთელი საქაღთველო შეაშინა თვისი სამარცხვინო საქციელით“, -განაცხადა გედევან ფოფხაძემ.