კახა კახიშვილმა სამინისტროს თანამშრომლები დააჯილდოვა და პროფესიული დღე მიულოცა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით მინისტრმა კახა კახიშვილმა სამინისტროს თანამშრომლები დააჯიდლოვა და პროფესიული დღე მიულოცა.
ღონისძიებაზე მინისტრმა მის წინამორბედებს -სოზარ სუბარსა და გიორგი მღებრიშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობა, მინისტრთა კაბინეტის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ქალ მსაჯავრდებულთა ზრუნვის პროგრამა, ასევე, პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის პროგრამები, რომლის ფარგლებშიც, C ჰეპატიტით დაავადებულ მსჯავრდებულთა მკურნალობა ახალი მედიკამენტით – „სოფოსბუვირით“ დაიწყო.
კახიშვილმა ასევე, ყურადღება გაამახვილა სასჯელის მოხდის ახალი ფორმის – შინაპატიმრობის ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით განხორციელებაზე, რომელიც თავიდან არასრულწლოვნებს შეეხება. მომავალში კი, სხვა მსჯავრდებულებზეც გავრცელდება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით, პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, პენიტენციური სისტემის 322 თანამშრომელი სხვადასხვა ჯილდოებით დაჯილდოვდა.
ეს დღე წელს პირველად აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები