მაია ფანჯიკიძე ევროკომისიის მიმართვას გამოეხმაურა

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დროებით ამოქმედებას ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს უკავშირებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ ევროკომისიის მიერ ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების სრულად ძალაში შესვლამდე მისი დროებით ამოქმედების წინადადებით მიმართვასთან დაკავშირებით განუცხადა.
მინისტრის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭო ზონის ნაწილი, გარდა ამისა, სექტორული თანამშრომლობის ბევრი მუხლი ამოქმედდება უფრო ადრე, ვიდრე ეს იყო განსაზღვრული.
“თუ ეს საქმე არ არის გაკეთებული და თუ არ არის დამთავრებული ყველა მოსამზადებელი სამუშაო, რაც არ უნდა დიდი სურვილი იყოს პროცესის დაჩქარების, ვერ გამოვა, თუკი შესაბამისი ინსტრუმენტები, შესაბამისი გარემო არ არის შექმნილი. ჩვენ ყველა ვალდებულება, რომელიც გვეკისრებოდა ასოცირების ხელშეკრულების მომზადებისთვის, შესრულებული გვაქვს. შესაბამისად, რა საკვირველია, მივესალმებით იმას, რომ ევროკავშირი მზად არის ხელშეკრულება დროებით აამოქმედოს”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და სრულად ძალაში შესვლამდე მისი დროებითი ამოქმედების წინადადებით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები