დავით დარახველიძე გაეროს ქალთა ორგანიზაციის დირექტორს შეხვდა

    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე და გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს ინგიბორგ გისლადოტირს შეხვდა. ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს.
ინგიბორგ გისლადოტირის განცხადებით, დევნილთა და განსახლების საკითხთა სამინისტრო წარმატებით თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობასთან და მოხარულია, რომ აღნიშნული თანამშრომლობის გაგრძელება სამომავლოდაც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები