არსენი იაცენიუკმა მიხეილ სააკაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი აიცენიუკმა ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და მას „ცრუ ბრალდება“ უწოდა. სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ოლიგარქების მხრიდან ზეწოლას განიცდის.
„ყოფილ პრეზიდენტს ცრუ ბრალდება არ ეკადრება. მე მესმის, რომ მას ძალიან უჭირს, მაგრამ ჩვენ ყველას გვიჭირს. ემოციები და უსაფუძვლო ბრალდებები ხელს აძლევთ იმ ადამიანებს, ვინც უკრაინაში რეალურ ცვლილებებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა იაცენიუკმა.
ამასთანავე, იაცენიუკმა სააკაშვილს კორუფციასთან ბრძოლის საკითხში მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა. ხუთშაბათს „მე-5 არხთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იაცენიუკის მთავრობა რეფორმებს არ ატარებს, ხოლო კორუფციამ მთავრობაში ახალი ფორმები შეიძინა და უფრო მაღალ დონეზე ავიდა. ერთ-ერთ მაგალითად სააკაშვილმა სახელმწიფო საავიაციო სამსახურის უფროსის დენის ანტონიუკის მაგალითი მოიყვანა, რომელიც მან კორუფციაში დაადანაშაულა, მაგრამ ჩინოვნიკი საკუთარ პოსტზე დარჩა. სააკაშვილის აზრით, იაცენიუკი ოლიგარქ იგორ კოლომოისკის სასარგებლოდ გადაწყვეტილებებს იღებს. „უკრაინის მთავრობას ოლიგარქიული ინტერესები აკონტროლებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები