რა სფეროში ვერ ითანამშრომლებს რუმინეთი და საქართველო

   არსებობს ერთი სფერო, რომელშიც ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პარტნიორები – ეს არის რაგბი, რომელიც იქნება ხვალ, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ბატონ პრემიერს ვუთხარი, რომ არ დავუჭერ მხარს საქართველოს და დავუჭერ მხარს რუმინეთს, მაგრამ ამ ერთი ბრძოლის გარდა, ყველა დანარჩენ პროცესში გვაქვს საერთო ინტერესები და საქართველოს შეუძლია რუმინეთს დაეყრდნოს”, – განაცხადა ვიქტორ პონტამ. რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად რაგბის მატჩს დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები