აჭარაში ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები დამონტაჟდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, აჭარაში ახლად დამონტაჟებული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები დაათვალიერა.
გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „საერთაშორისო მდინარეთა აუზების გარემოსდაცვითი პროგრამის“ (EPIRB) ფარგლებში საქართველოში, კერძოდ კი, აჭარის რეგიონში, მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზში ჰიდროლოგიური მონიტორინგის ქსელი ამოქმედდა.
პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 6 ახალი ავტომატიზირებულ – ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგური .
ავტომატური სადგურები წყალდიდობის რისკის შეფასებასა და პროგნოზების მომზადებას უზრუნველყოფს და აღჭურვილია ატმოსფერული ნალექების გამზომი თანამედროვე ტექნოლოგიით.
პროექტის მიზანია აჭარაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტისთვის ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისი მონიტორინგის ქსელის შექმნაში დახმარების გაწევა და მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზთან დაკავშირებით მონაცემთა შეგროვების, ანალიზისა და დამუშავების შესაძლებლობების გაძლიერება.
ღონისძიებას აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს უფროსი ვახტანგ წულაძე და „საერთაშორისო მდინარეთა აუზების გარემოს დაცვის“ პროექტის წარმომადენელი ზურაბ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები