სტიქიის შედეგად დაზარალებულ დაზღვევის არმქონე მანქანების მძღოლების ნაწილს ახალი მანქანები გადაეცემა
სტიქიიის შედეგად დაზარალებულ დაზღვევის არ მქონე მანქანების მძღოლების ნაწილს კომპანიები ახალ მანქანებს შეუძენენ,- ამის შესახებ განცხადება თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ბაბუნაშვილის თქმით, რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ ამ ფორმით დაეხმარონ იმ მოქალაქეებს, რომელთათვისაც მანქანა შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, კომპანიებთან მერია და გამგეობები აქტიურად თანამშრომლობენ და ამ ადამიანთა სიებზე მუშაობენ. „რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა სურვილი, დააკმაყოფილოს ის ადამიანები, ვისი საარსებო საშუალებაც იყო ის მანქანა, რომელიც სტიქიის შედეგად გაუნადგურდა. დაზარალებულTა შორის იყვნენ ტაქსის მძოლებიც, რომელთთავისაც ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მერიაც და გამგეობებიც მათთან თანამშრომლობენ, რომ ეს სიები შედგეს. მათ უყიდიან ახალ მანქანებს“,- განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.