დავით ნარმანია: მერია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს

„დედაქალაქის მერია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენი მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს თითოეული სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სუბსიდირებას იმ გაზრდილი თანხისა, რაც შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებით ხარჯებს გულისხმობს ელექტროენერგიაზე.
აქედან გამომდინარე, ყველა ის ოჯახი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი და საჭიროებს ამ თვალსაზრისით მხარდაჭერას, თბილისის მერიის მიერ იქნება მხარდაჭერილი. დედაქალაქის მერიის სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურს უკვე დაევალა შესაბამისი გაანგარიშების გაკეთება. დედაქალაქის ბიუჯეტში გვაქვს შესაბამისი სახსრები და ეს ყველაფერი დადგენილი წესით შესრულდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა. დღგ-ის გარეშე, 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით, 1 კვტ დენის ფასი 11.000 თეთრი იქნება; 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 14.4 თეთრი, 301 კვტ.სთ-დან და მეტი – 18.2 თეთრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები