როლანდ ახალაია უწმინდესს თხოვნით მიმართავს

   დეპუტატი როლანდ ახალაია საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს მიმართავს. დეპუტატი უწმინდესს სთხოვს, ზუგდიდში საპატრიარქოს რეზიდენციის აშენებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს.
„მინდა მივმართო პატრიარქს, ძალიან დიდი მოწიწებით და მორიდებით მინდა ვთხოვო, გააკეთოს განცხადება, ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი და არის თუ არა სიმართლე ის, რასაც მე ვამბობ“,- ამბობს როლანდ ახალაია. როგორც როლანდ ახალაია აცხადებს, პიროვნება, რომელიც საგამოძიებოს უფროსია, ფარცხალაძის განუყრელი მეგობარი იყო და მან მოაწყო მისთვის ბრალის წაყენების მცდელობის პროვოკაცია. ახალაიას თქმით, თანხა, რომელიც საპატრაიარქოსთვის იყო განკუთვნილი, კვლავ ხელშეუხებლია.
„ისევ იქ დევს. იქ უნდა აშენებულიყო მეგრული ოდა, სადაც დაისვენებდა პატრიარქი. თუმცა, შემდეგ მიწის გამოყოფა ვერ მოხერხდა. ალბათ ამაზეა საუბარი. ზუსტად არ ვიცი”, – აცხადებს ახალაია.
მისივე თქმით, 2009 წელს პატრიარქი ზუგდიდში ჩაბრძანდა და უწმინდესმა მეუფე გერასიმესთან ერთად გადაწყვიტა, ზუგდიდში, აშენებულიყო საპატრიარქოს რეზიდენცია. “ჩვენ ერთად გავედით ამ ტერიტორიაზე, რომელიც მათ სამშენებლო მიწის სახით გამოუყვეს და დავათვალიერეთ ეს ადგილი, როდესაც სენაკში უწმინდესთან ერთად მოვდიოდით, მანქანაში უწმინდესმა მითხრა ასეთი რამ, იქნებ თქვენც ჩაუდგეთ სათავეში ამ საპატრიარქოს რეზიდენციის მშენებლობას, ამის შემდეგ მეუფე გერასიმესთან მქონდა საუბარი და ჩავედით ანაკლიაში, მიწაც მოვინიშნეთ, იქაც გვინდოდა, პატარა ოდა სახლი გაშენებულიყო პატრიარქისთვის და საპატრიარქოსთვის”, – აცხადებს როლანდ ახალაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები