კრაზანის შხამს კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია

ბარსელონაში მეცნიერები უკვე რამდენიმე წელია კიბოს უჯრედებზე კრაზანის შხამის გავლენას სწავლობენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს შხამი კიბოს უჯრედებს ანადგურებს. ბოლო დრომდე გაუგებარი იყო, რატომ ხდებოდა ასე.
ცოტა ხნის წინ კი ლიდსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კრაზანის შხამს კიბოს უჯრედების „გამოთვლა“ შეუძლია. საქმე ისაა, რომ დაავადებული უჯრედების ზედაპირზე წვრილი ფენა იქმნება, რომელიც რთული ფოსფოლიპიდებიდან შედგება. ჯანმრთელ უჯრედებში ეს ნივთიერება „შიგნით“ არსებობს. ადამიანის იმუნიტეტის ბუნებრივი მცველი ფლაგოციტები დაავადებულ უჯრედებს სწორედ ამ პრინციპით ადგენენ. მაგრამ კიბოს უჯრედების შემთხვევაში პრობლემები იქმნება.
სამაგიეროდ, კრაზანებს ეს პრობლემა არა აქვთ – შხამის მოლეკულები დაავადებულ უჯრედს „სუნით“ აგნებენ, მას ეკრობიან და მის მემბრანას ხვრეტენ. ამის შედეგად კიბოს უჯრედები იღუპებიან, ხოლო ჯანმრთელ უჯრედებზე კრაზანის შხამი არ მოქმედებს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ აღმოჩენით სიმსივნესთან საბრძოლველად ეფექტური პრეპარატების შემუშავება გახდება შესაძლებელი. ამასთანავე, მათ ქომიოთერაპიის მსგავსი გვერდითი მოვლენები არ ექნებათ. ბარსელონაში უკვე მიმდინარეობს ცდები თაგვებზე და მათ ახალი პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები