ავარია კახეთში მსხვერპლით დასრულდა

ყვარლის რაიონში, ახალსოფელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
„ფოლკსვაგენ გოლფ 3“ -ის ფირმის ავტომობილი, რომელშიც ცოლ-ქმარი იჯდა, შენობას შეეჯახა. ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები