„ჩემი შვილი ციხეშია და მეც რომ იქ ვიყო, არაფერი დაშავდება"

   როლანდ ახალაია მისთვის ბრალის წაყენების მცდელობას პროვოკაციად აფასებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის განცხადებით, არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ახალაია პროკურატურის ბრალდებებს პოლიტიკურს უწოდებს.
„ჩემი შვილი ციხეშია და მეც რომ იქ ვიყო, არაფერი დაშავდება. თუმცა მე დანაშაული არ ჩამიდენია, წელიწადნახევარია ამას ეძებენ. შარშან დეკემბერში ვალერი იოსავამ, რომელიც არის ირაკლი ალასანიას ახლობელი და ოლქის პროკურორი, ვიქტორ ჯაფარიძეს განუცხადა, რომ ახალაია უნდა დავიჭირო და თქვენ ერთით ნაკლები ოპოზიციონერი გეყოლებათო. ეს ბრალდება არის პოლიტიკური და შეთითხნილი“ , – განაცხადა ახალაიამ.
პროკურატურა როლანდ ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნას იწყებს და პარლამენტს მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები