თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისში, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ დედაქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია თელასის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი გლდანის, მუხიანის II, IV მიკრორაიონების და გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხებათ: კლდეკარის, ლაითურის, ხერთვისის, სუვოროვის, ლამისყანის და წერონისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელ დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორიოანის, მიხეილ ჭიაურელის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნისა და სამგორის რაიონებში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამრეწველოს დასახლების I, II ქუჩების და კალოუბნის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გოგებაშვილის, გუნიას, ბელინსკის, ჭოველიძის, ჩიტაძის, ბერიძის, ჩაიკოვსკის, ჭონქაძის და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ თელეთის, გორგასლის და გუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები