თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელების სარემონტო სამუშაოები იწყება

„დედაქალაქის მასშტაბით არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები დაიწყება“, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შპს “უძრავი ქონება-თბილისმა” დედაქალაქის მასშტაბით არსებულ 25 მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები დაიწყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა გადასასვლელების ტექნიკური დათვალიერება და აზომვა, რის შემდეგაც აღირიცხა გადასასვლელებში დაზიანებული პარაპეტები, კიბის საფეხურები, კედლები, ჭერი, ცხაურები, სანათები.
“სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მათი დასრულების შემდეგ აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელების სრულად განათება იგეგმება. ასევე დაგეგმილია ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის აღჭურვა ჩასასვლელის მაჩვენებელი ფირნიშებით. მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებულ ვიდეოკამერებს გაუკეთდებათ ლითონის დამცავი ყუთები. შპს “უძრავი ქონება-თბილისი” ბოდიშს უხდის ყველა მოქალაქეს მიწისქვეშა გადასასვლელებში შექმნილი შეფერხებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები