ბათუმში დეკორატიული დამცავი ღობეების მონტაჟი გრძელდება
ბათუმში დეკორატიული დამცავი ღობეების მონტაჟი გრძელდება. ამჟამად სამუშაოები ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე არსებულ გზაგამყოფ ზოლში ხორციელდება. დამცავი ღობე გრიბოედოვის ქუჩიდან ე.წ. ხოფის წრიულამდე მონაკვეთში გაკეთდება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამონტაჟო სამუშაოები ივლისში დაიწყო და ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,იმედი 2012“ ასრულებს. ღირებულება – 108 ათასი ლარი. გზაგამყოფ გაზონებში დეკორატიული დამცავი ღობეები უკვე დამონტაჟებულია ქალაქის 4 ცენტრალურ ქუჩაზე.