აჭარის პროკურატურის ორგანიზებით კიდევ ერთი პრობაციონერი დასაქმდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის ორგანიზებით კიდევ ერთი პრობაციონერი დასაქმდა. 17 წლის ბათუმის მკვიდრი ცეზარ ცივნარიძე სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფში“ იმუშავებს და მას ხელფასი 600 ლარის ოდენობით ექნება.
ცეზარ ცივნარიძესა და სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფს“ შორის ხელშეკრულებას დღეს მოეწერა ხელი.
ცეზარ ცივნარიძე სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. პრობაციონერი 2015 წლის 10 აპრილსს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის გასამართლდა და მას პირობითი მსჯავრი 1 წლის ვადით დაეკისრა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ბათუმის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით სხვადასხვა დროს პირობითი მსჯავრის მქონე რამდენიმე პირი დასაქმდა, მათ შორის სოციალურად დაუცველმა, 35 წლის პრობაციონერმა, 2014 წლის ივნისში, უვადო ხელშეკრულებით, ასევე სამშენებლო კომპანია “ორბი ჯგუფში” დაიწყო მუშაობა.
ღონისძიება “საზოგადოებრივი პროკურატურის” ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს პრობაციონერთა რესოციალიზაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.