ვაკის პარკში სანიტარულ-მოვლითი ღონისძიებები იწყება
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ვაკის პარკში სანიტარულ-მოვლით ღონისძიებებს იწყებს. კერძოდ, შპს “ბიოაგროს“ მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის დასკვნის საფუძველზე, იჭრება 6 ძირი გამხმარი და ავარიული ხე. გარდა ამისა, შეიწამლება პარკის ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეები.
ფიტოსანიტარული მონიტორინგი ვაკის პარკში არსებულ 430 ძირ მწვანე ნარგაობას ჩაუტარდა. შედეგად დადგინდა, რომ ხე-მცენარეებზე გავრცელებულია მავნებელ-დაავადებები, რომლებიც ხეების ნაწილობრივ ან სრულ დაზიანებას და ხმობას იწვევენ.
სწორედ მავნე ორგანიზმების შეზღუდვის მიზნით, შპს „ბიოაგროს“ რეკომენდაციის საფუძველზე, დღეს 6 ძირი გამხმარი და ავარიული ხის მოჭრა იწყება.