გოეთეს ინსტიტუტი ახალი სასწავლო წლის დაწყებას მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტით Vernetzt für Nachhaltigkeit-ით ეხმიანება
საერთაშორისო პროქტს Vernetzt für Nachhaltigkeit-ს (გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსეს და მისი მიზანია საქართველოში სხვადასხვა ფორმის თანამშრომლობების ხელშეწყობა მდგრადი განათლების სფეროში. 11 სექტემბერს, 10:00 საათზე გოეთეს ინსტიტუში პირველად გაიმართება დიდი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე Vernetzt für Nachhaltigkeit-ი (გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის), რომლის მიზანია სკოლებში საგანმათლებლო პროცესი მდგრადი განვითარების სფეროში ცნობიერების ამაღლების ერთგვარი ბიძგი გახდეს.
კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტები, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურესების მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, KFW ბანკი. გოეთეს ინსტიტუტის მოწვევით გერმანიიდან, ავსტრიიდან და შვეიცარიიდან სპეციალურად ჩამოდის ექვსი ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი გარემოსდაცვითი და მწვანე პედაგოგიკის, ასევე მდგრადი განვითარების სფეროდან: პროფესორი შტეფან შლაიჰერი გრაცის უნივერსიტეტიდან, პროფესორი ვილჰელმ ლინდერი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან, ქრისტინე ვოგოვიჩი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, დოქტორი ფრანკ ჰოლცფორსტერი გეოლოგიური ცენტრის დირექტორი, დოქტორი ბირგიტ კარე ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან.
ისინი ამ კონფერენციაზე თავის მოხსენებებს წაიკითხავენ და ასევე პედაგოგებისთვის სემინარებსაც ჩაატარებენ. აგრეთვე, კონფერენციის ფარგლებში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს სკოლის მასწავლებლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის გაიმართება დისკუსია მდგრადი განათლების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, მწვანე პედაგოგიკაზე, გარემოსდაცვით პედაგოკიკაზე, ე.წ. CLIL-ზე, განიხილავენ ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ ინტერესთა კონფლიქტებს და ყურადღებას მიაპყრობენ არსებულ წინააღმდეგობებს, ამბივალენტურ დამოკიდებულებებსა და კომპრომისების საჭიროებას. ამიერკავკასიაში ისევე, როგორც ევროპაში ეს საკითხები აქტულურია და საგანმანათლებლო დაწესებულებაში სულ უფრო ხშირად იკვეთება საკუთარი ინიციატივით მომავლის შეცვლის მოტივაცია და სურვილი.
კონფერენციაზე, გარდა იმისა, რომ შერჩეული სკოლებისათვის გარკვეული პროექტები დაიგეგმება, სკოლის წარმომადგენლები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ეკონომიურ, ეკოლოგიურ და სოციალურ კონფლიქტებზე გამართულ საჯარო დებატებში.
როგორც ამ საერთაშორისო კონფერენციის, ასევე მთლიანად პროექტის მიზანია, რომ სკოლებში საგანმათლებლო პროცესი მდგრადი განვითარების სფეროში ცნობიერების ამაღლების ერთგვარი ბიძგი გახდეს. შესაბამისად, პროექტის სტრატეგია მოიცავს ვორკშოპების სერიას აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში. ეს სემინარები, რომელშიც მნიშნელიოვანი და არსებითია მასწავლებელთა ჩართულობა, ემსახურება სკოლის მასწავლებლების პროექტების დაგეგმვას მდგრადი განვითარების თემაზე და ამ მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე – ბუნება, როგორც გარემო, წყალი, საარსებო ნიადაგი, კლიმატი, საკვები და ბიომრავალფეროვნება. პროექტების ფარგლებში მასწავლებლებს პროექტების მომზადებაში დაეხმარებიან ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებიც სპეციალურად იქნებიან ჩამოსული.
გოეთეს ინსტიტუტი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტთან ერთად მდგრადი განათლების კონცეფციაზე დაყრდნობით ცდილობს CLIL- ის (Content and Language Integrated Learning) მეთოდის დახმარებით აჩვენოს, რომ სწავლა პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ქმედებებისა და გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობა უნდა იყოს, რომ აამაღლოს მოსწავლეთა ცნობიერება. პროექტის Vernetzt für Nachhaltigkeit -ი (გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის) კონცეფცია ეფუძნება ე.წ. CLIL-ის (Content and Language Integrated Learning ) სწავლების მეთოდს, რომელიც უცხო ენისა და კონკრეტული დისციპლინის ინტეგრირებას ახდენს. ასე მაგალითად, სოციალური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გარკვეული თემატიკის სწავლება შესაძლებელია მოხდეს სამიზნე უცხო ენაზე, რაც საგნობრივი ცოდნის გარდა ინტერდისციპლინარულობას, კომპლექსურ აზროვნებასა და შემოქმედებითობას უწყობს ხელს.
პროექტი Vernetzt für Nachhaltigkeit-ი (გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის) მასშტაბურია, თავისი სტრუქტურითა და შინაარსით მოიცავს კონფერენციას, სემინარებს, სასკოლო პროექტებს, საზაფხულო ბანაკს და სოლიდური სახელმძღვანელო წიგნის გამოცემას. შესაბამისად, პროექტის პირველი ეტაპი იყო საზაფხულო ბანაკი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების თემაზე, რომელიც კვარიათში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლებიდან გერმანული ენის მასწავლებლებისთვის 12-18 ივლისს მოეწყო. რამდენიმედღიანი სემინარები ჩაატარეს ვილი ლინდერმა (ავსტრია), ფატი რამიშვილმა (საქართველო) და აიკე პოკრანდტმა (გერმანია). ამ სემინარების მიზანი იყო სკოლებში გერმანული ენის გაკვეთილის დროს გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების თემების ინტეგრირება.
პროექტი სექტემბრიდან ახალ ფაზაში შევიდა, 11 სექტემბერს მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციაა გოეთეს ინსტიტუტში, შემდეგ სემინარები, სასკოლო პროექტების მომზადება და საბოლოოდ მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წიგნის გამოშვება, რასაც პედაგოგების მომავალი თაობა გამოიყენებს. სწორედ გოეთეს ინტიტუტი გამოაქვეყნებს მონაწილე მასწავლებლების პროექტთა ამ კრებულს, ანუ სოლიდურ სახელმძღვანელოს, რომელიც შედგენილი იქნება სწავლების როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილებისაგან. მასში ასახული იქნება საწავლო პროცესისათვის გამოსადეგი კონკრეტული მეთოდები და აღწერილი იქნება პროექტში ჩართული სკოლების გამოცდილებები. საერთაშორისო პროექტის Vernetzt fürNachhaltigkeit-ის (გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის) დასკვნით-შემაჯამებელი კონფერენცია დეკემბერში გაიმართება გოეთეს ინსტიტუტში, სადაც შეფასდება ინდივიდუალური პროექტები, ასევე განხილული იქნება პროექტის გრძელვადიანი შესაძლებლობის პერსპექტივა და მასთან დაკავშირებული იდეები.
რას ნიშნავს მდგრადი განვითარება? – მდგრადი განვითარება, პირველ რიგში არის, იდეა, მენტალური მოდელი, იგი მოითხოვს ინოვაციებს და შემოქმედებას, უნარს თანამშრომლობისათვის. მდგრადი განვითარება და მდგრადი აზროვნება ჩვენს ცხოვრებაში დიდ, მნიშვნელოვან და აქტიურ როლს თამაშობს. ეკონომიკისა და ეკოლოგიის მომავალზე კრიტიკული საკითხები განსაკუთრებით ახალგაზრდებს აღელვებთ: ქსელური მდგრადობა მათ შანსს აძლევს, გაეცნონ მდგრადი განვითარების პერსპექტივებს, შეისწავლონ მასთან დაკავშირებული გამოწვევები და აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე პროცესში.