„ე.წ. ბოიკოტი ერთგვარი პოლიტიკური სვლაა, აქ ალბათ ენერგიის და ფინანსების დაზოგვა ხდება, რადგან საბოლოო შედეგი მათთვის ცნობილია“

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე პოლიტიკურმა პარტიებმა უარი არა პრინციპების გამო, არამედ ძალების და ფინანსების დაზოგვის მიზნით თქვეს. კანონმდებელმა ყურადღება ოპოზიციის ნაკლებ კონკურენტუნარიანობაზეც გააკეთა.
„რაც შეეხება ე.წ ბოიკოტს, მას მაშინ აქვს ფასი, როდესაც შეგიძლია ჩართვა კონკურენციაში, გაქვს გარკვეული უპირატესობა და ამას გარკვეული პრინციპული მოსაზრების გამო არ აკეთებ. ეს ე.წ. ბოიკოტი მაინც მგონია, რომ ერთგვარი პოლიტიკური სვლაა. აქ ალბათ ენერგიის და ფინანსების დაზოგვა ხდება, რადგან საბოლოო შედეგი მათთვის ცნობილია. ისინი თვლიან, რომ ჯობია, დაზოგონ ენერგია, 2016 წლისთვის მოემზადონ და ამას „ბოიკოტით“ ამართლებენ“, – აღნიშნა ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები