„გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლოა, ჩვენ სხვა ცვლილებების მოწმენიც გავხდეთ“
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა. ქანთარიას განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ სხვა ცვლილებების მოწმენიც გავხდეთ.
„ ეს სამუშაო პროცესია, პრემიერი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია, მას აქვს ლიმიტი და შეუძლია პარლამენტის დაუკითხავად შეცვალოს მინისტრები. ის ამ უფლებამოსილებას იყენებს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ სხვა ცვლილებების მოწმენიც გავხდეთ “, – განაცხადა ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უკვე ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა. ღარიბაშვილმა ეკონომიკის ახალ მინისტრად თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაასახელა. რაც შეეხება იმას, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას თამარ ბერუჩაშვილი, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამას გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტს. დღევანდელი ცვლილებების გამო, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო არ არის.