გედევან ფოფხაძე: მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები უფრო ორგანიზაციულ ხასიათს ატარებს, ვიდრე სტრატეგიულს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გედევან ფოფხაძის შეფასებით, მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები უფრო ორგანიზაციულ ხასიათს ატარებს, ვიდრე სტრატეგიულს.
“გიორგი კვირიკაშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამოკვეთილი წარმომადგენელი და შეუძლია თავისი საქმე გააკეთოს იმ თანამდებობაზე, სადაც დაინიშნა. დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკის სამინისტროს მუშაობას კარგად იცნობს, ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. ეს არის მთავრობის გადაადგილება ორგანიზაციულად, უფრო სწორი და ახალი როლების განსაზღვრის კუთხით”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გედევან ფოფხაძემ.
მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უკვე ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა. ღარიბაშვილმა ეკონომიკის ახალ მინისტრად თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები