ეკა ბესელია: ჩვენ ვენდობით პრემიერის გადაწყვეტილებას

მთავრობა არსებულ გამოწვევებზე განახლებული შემადგენლობით აპირებს მუშაობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს მთავრობის შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებების შეფასებისას განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს საგარეო მიმართულებით აქვს წარმატებები ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის სახით, მიდის მუშაობა ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით, ხოლო საგარეო უწყებაში განხორციელებული საკადრო ცვლილება პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.
რაც შეეხება ეკონომიკის ახალ მინისტრს, ბესელიას შეფასებით, დიმიტრი ქუმსიშვილი კარგი მენეჯერი და ხელმძღვანელია და მან ეკონომიკის სისტემა კარგად იცის.
“ჩვენ ვენდობით პრემიერის გადაწყვეტილებას. პრემიერს აქვს ნდობა იმისთვის, რომ მთავრობაში ცვლილებები განახორციელოს”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უკვე ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა. ღარიბაშვილმა ეკონომიკის ახალ მინისტრად თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები