ირაკლი ღარიბაშვილი: ქუმსიშვილს სერიოზული გამოცდილება დაუგროვდა ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების წახალისების კუთხით

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის გამოცდილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ იგი მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.
როგორც საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა აღნიშნა, ქუმსიშვილს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის მართვის სერიოზული გამოცდილება აქვს. ასევე სერიოზული ცოდნა და გამოციდლება დაუგროვდა ეკონომიკური განვითარების, ინვესტიციების წახალისების კუთხით.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ახალი მინისტრი ამ მიმართულებით მთავრობის მუშაობას გააძლიერებს. პრემიერმა საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და მის შემცვლელს დიმიტრი ქუმსიშვილს წარმატებები უსურვა.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის ძალიან გონივრული გადაწყვეტილება და მჯერა, რომ სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, – დასძინა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უკვე ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა. ღარიბაშვილმა ეკონომიკის ახალ მინისტრად თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაასახელა. დღევანდელი ცვლილებების გამო, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები