გიგლა აგულაშვილი „მომავლის ბანაკს“ სტუმრობდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან და მხარის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად, ანაკლიაში „მომავლის ბანაკს“ სტუმრობდა.
მინისტრებმა „მომავლის ბანაკის“ წევრებს საკუთარ უწყებებში განხორციელებული და სამომავლო პროექტები გააცნეს. გიგლა აგულაშვილმა გარემოსდცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებისთვის ლექცია გამართა. შეხვედრა 2 საათის განმავლობაში ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა.
მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მინისტრებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. დღესვე, სამთავრობო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ერთად, საფეხბურთო მატჩშიც მიიღეს მონაწილეობა. დღის ბოლოს „მომავლის ბანაკში“ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაც გაიმართა.
მოსწავლეები სპორტის 5 სახეობაში – ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში ერთმანეთს შეეჯიბრებიან. გამარჯვებულ გუნდებს თასები და მედლები გადაეცემათ. სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი „მომავლის ბანაკს“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით ახორციელებს, რომლის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებებში საქართვლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური ჩართვა. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები