მუხიანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა

თბილისში, მუხიანში, გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, მუხიანში, საცხოვრებლის ერთ-ერთ ეზოში მსუბუქი მარკის ავტომობილი შევარდა. ის გაზის მილს დაეჯახა. ასევე ძლიერმა შეჯახებამ ხეები მოწყვიტა და რამდენიმე ადამიანი დააზარალა. როგორც „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, აღნიშნულის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები