ბელიაშვილის ქუჩაზე ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა – დაშავებულია ერთი ადამიანი

ბელიაშვილის ქუჩაზე, აშშ-ს საელჩოსთან მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილი მოცურდა და ბორდიურს შეეჯახა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, შეჯახების შედეგად, ავტომანქანის მძღოლმა სხეულის დაზიანება მიიღო და სასწრაფო სამედიცინო დახმარებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, საპატრულო და სამაშველო სამსახურები.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც პასუხისმგებლობას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები