თბილისში, ავტომანქანა გაზის მილს შეეჯახა და ხეები მოწყვიტა – არიან დაშავებულები

თბილისში, მუხიანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი საცხოვრებლის ეზოში მსუბუქი მარკის ავტომობილი შევარდა. ავტომანქანის მძღოლი გაზის მილს დაეჯახა და ხეები მოგლიჯა.
როგორც „კვირას“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.
მათივე ინფორმაციით, ისინი ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები