სტუდენტების აქციას განათლების მინისტრმა უპასუხა

განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტები მჯდომარე აქციას მართავენ. უმაღლესი სასწავლებლების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტები განათლების მინისტრისაგან მეორადი ჩარიცხვების დაშვებას ითხოვენ. ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
მისი განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებში მეორადი ჩარიცხვები მისმა უწყებამ გამონაკლისის სახით ორი წლის განმავლობაში დაუშვა, რადგან ეს იმ დროისთვის სიახლე იყო.
როგორც სანიკიძემ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით აბიტურიენტთა ნაწილის მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა, დღეს ამან სისტემატური ხასიათი მიიღო და საკმაოდ ცუდი ეფექტი აქვს.
„ორი წლის განმავლობაში ჩვენ გავაკეთეთ ეს გამონაკლისი მხოლოდ იმის გამო, რომ ეს იყო სიახლე და ჩვენ დავუშვით ის ალბათობა, რომ ამ სიახლის დანერგვის დროს შესაძლებელი იყო, ვიღაცას რაღაც ინფორმაციის დანაკლისი ჰქონოდა, არ სცოდნოდა ამის შესახებ. მაგრამ რა ხდება დღეს? დღეს ამან მიიღო სისტემატური ხასიათი, უფრო მეტიც, ამას აქვს ძალიან ცუდი ეფექტი. მეორადი ჩარიცხვის დროს ჩვენ ვანიჭებთ სხვას უპირატესობას, რომ დაიკავოს ადგილი და შეიძლება დაჩაგრული დაგვრჩეს ის, რომელმაც შესაძლებელია არჩევითობის დროს თავიდანვე ყველა წესი დაიცვა და განახორციელა ის პროცედურები, რომელიც საჭირო იყო“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები