აჭარის პროკურატურის ორგანიზებით მოზარდებისთვის ფილმის ჩვენება გაიმართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის ორგანიზებით, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანთეონის აღსაზრდელებისთვის ფილმის ჩვენება მოეწყო.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიმნაზია-პანთეონის 26 მოსწავლემ ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“ანიმაციური ფილმი ნახა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის წარმომადგენლებმა მოზარდებთან საზოგადოების ცხოვრებაში პროკურატურის როლსა და სამართლის აღსრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა. აჭარის პროკურატურა განაგრძობს სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს მოზარდებში ძალადობის აღმოფხვრას, ანტინარკოტიკულ პროპაგანდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.