ეკა მიშველაძის გადაცემა დაიხურა? – ჟურნალისტის კომენტარი

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია “იმედის” ორი ტოქშოუს დახურვის შემდეგ, პირველ არხზე ეკა მიშველაძის ტოქშოუ “პირველი სტუდიაც” დაიხურა.
აღნიშნულთან დაკავშირებით გადაცემის წამყვანი „კვირასთან“ კომენტარს აკეთებს.
ეკა მიშველაძე გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
მისივე თქმით, ის შვებულების შემდეგ პირველად მიდის სამსახურში.
„ჯერ ვერაფერს გეტყვით. ახლა მივდივარ სამსახურში, შვებულების მერე პირველად“, – განუცხადა „კვირას“ ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები