პირველი სექტემბრიდან ასაკობრივი პენსია 160 ლარი გახდება

2015 წლის 1 სექტემბრიდან, მორიგი ცვლილება შედის ძალაში და ასაკით პენსიონერებისთვის პენსია 160 ლარი ხდება, ანუ ისინი 15 სექტემბრიდან უკვე გაზრდილ თანხას მიიღებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენსიონერებისათვის მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი საუკეთესო პაკეტი და ისინი სამედიცინო მომსახურებით სრულად არიან უზრუნველყოფილნი.
მათივე ცნობით, გაზრდილი პენსიის გამო გაიზარდა საბიუჯეტო ხარჯებიც და წლის ბოლომდე გაზრდილი პენსიებისათვის დამატებით ყოველთვიურად კიდევ 10 მლნ ლარამდე გამოიყოფა. დღესდღეობით კი საპენსიო გასაცემლებზე საშუალოდ 122 მლნ. ლარი იხარჯება ყოველთვიურად. მთლიანობაში, სოციალურ პროგრამებზე 2015 წელს გამოყოფილია 2 785 000 000 ლარი, 2012 წელს კი ეს ხარჯი- 1 793 900 000 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები