დემურ გიორხელიძე: ჯერჯერობით ლარის სტაბილურობის სერიოზული საფუძველი არ არსებობს

ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი გადასახედიდან ეროვნული ვალუტის გამყარებისა და კურსის შენარჩუნების სერიოზული საფუძველი არ არსებობს. მისი განცხადებით, არ არსებობს ინფორმაცია როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ისე სამთავრობო გეგმების შესახებ. აღნიშნული განცხადება დემურ გიორხელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„დღევანდელი გადასახედიდან, ლარის სტაბილურობის რაიმე სერიოზული საფუძველი არ არსებობს. ჩვენ არ გვაქვს ინფრმაცია, რა შეიძლება მოხდეს ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების თვალსაზრისით, ასევე, სამთავრობო პოლიტიკის ცვლილების თვალსაზრისით. ერთადერთი იმედი, რასაც მთავრობის მეთაური აცხადებს, არის შემოდგომა, როცა ყველაფერი დალაგდება და სტაბილურად იქნება. ჩვენ ბუნებრივი კითხვა უნდა დავსვათ – რა განაპირობებს სექტემბერში ლარის კურსის სტაბილურობას და სიმყარეს“, – აცხადებს დემურ გიორხელიძე.
ექსპერტის გათვლით, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა ლარის გამყარების ერთ-ერთი მცირედი საფუძველია:
„ადგილობრივი წარმოება არ არსებობს. რას უნდა ველოდოთ ასეთ სიტუაციაში. იმედი, რომ საფინანსო ზედამხედველობა ეროვნული ბანკიდან გამოიყოფა, ყველანაირი გათვლებით, ერთადერთი შესაძლებლობაა. აღნიშნული კი შეამცირებს სპეკულაციურ ზეწოლას ლარზე. თუმცა, ამის იმედად ყოფნა წარმოუდგენელია, რადგან კომერციულმა ბანკებმა ბაზარზე ვალუტა უნდა შეიძინონ. ლარზე ზეწოლა იქნება“, – განაცხადა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები